მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საველე ჰოსპიტლების გახსნის ალბათობაზე ვსაუბრობთ“ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1628684822
COVID-19

„შიდა ჯგუფში ე.წ. საველე ჰოსპიტლების გახსნის ალბათობაზე უკვე ვსაუბრობთ“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ჰოსპიტალური სექტორი პაციენტების მიღებას ვერ შეძლებს.

ტიკარაძის თქმით, ე.წ. საველე ჰოსპიტლების გახსნა, კარვებში და ღია სივრცეებში პაციენტების ნახვა, მისთვის ყველაზე არასასურველი სურათია.

მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ამის საჭიროება დადგება, ექიმებისთვის და პაციენტებისთვის მაქსიმალური კომფორტი იქნება შექმნილი.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუსტი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა სივრცის შერჩევა.

„ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს გარკვეული სივრცეების მობილიზებაზე, შიდა ჯგუფში ე.წ. საველე ჰოსპიტლების გახსნის ალბათობაზე უკვე ვსაუბრობთ. წინა ტალღებიდან გამომდინარე ჩემთვის ეს არის ძალიან არასასურველი სურათი. მეორე ტალღის პერიოდშიც ვიღებდი მტკიცე გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა გაგვეხსნა საველე ჰოსპიტლები, ვინაიდან ეს მოქმედებს როგორც მკურნალობის ხარისხზე, ასევე, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.

ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი გუნდი იზიარებს ამ მოსაზრებას. სწორედ ამიტომ შედარებით მკაცრი განცხადებები ისმის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ საველე ჰოსპიტლების გახსნა.

ძალიან არასასიამოვნო იქნება კარვებში და ღია სივრცეებში ამ ყველაფრის ნახვა, შესაბამისად მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შერჩეული იყოს ისეთი სივრცე, სადაც მინიმალური ფსიქოემოციური ზეწოლა იქნება მოსახლეობაზე. მაქსიმალური კომფორტი იქნება შექმნილი როგორც ექიმებისთვის ასევე პაციენტებისთვის.

ამ ეტაპისთვის ზუსტი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული არ არის, ვინაიდან მიმდინარეობს სხვადასხვა სივრცის შერჩევა და დამუშავება. ამის შემდეგ ჩვენ დავსხდებით და ყველა სივრცესთან მიმართებით გარკვეულ დადებით და უარყოფით მხარეებზე ვიმსჯელებთ. მრავლობითი სივრცეები განიხილება, ამ ეტაპზე არ შემიძლია რომ გითხრათ“, - განაცხადა მინისტრმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში საუბრისას.

ამავე თემაზე 👇

👉 ვაქცინა არც ორსულ ქალებს ემუქრება, არც ნაყოფს - BBC-ის კვლევა

👉 „აცრილი ადამიანები ექსპერიმენტის მონაწილეები არ არიან“ - პროფესორი ზაალ კოკაია ფაიზერთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

👉 „ახლა პიკს გავდივართ“ - ეკატერინე ტიკარაძე