მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Sinopharm-ით აცრის კითხვარს ახალი პუნქტები დაემატა - განმარტება

სინოფარმი
1620741795
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე განმარტავს თუ რა ახალი პუნქტები დაემატა Sinopharm-ით აცრის კითხვარს.

ივანე ჩხაიძის თქმით, კითხვარს ორი ძირითადი პუნქტი დაემატა. ექიმის თქმით, პირველი პუნქტი ეპილეფსიას ეხება.

„პირველი პუნქტი, ეს ეხება ეპილეფსიას. Sinopharm-ის ჩამონათვალში კითხვებს დაემატა ახალი კითხვა, ხომ არ აქვს პაციენტს ეპილეფსია, ნერვიული სისტემის დაავადება რომელიც არ ემორჩილება ანტიეპილეფსიურ მედიკამენტებს.

რაც შეეხება ტერმინალურ ქრონიკულ დაავადებებს, ეს არის ონკოლოგიური პათოლოგია, მძიმე ნერვოლოგიური, შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ტერმინალური სტადია ნიშნავს, რომ მედიცინამ ამ პაციენტთან თავისი შესაძლებლობები ამოწურა“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ჩხაიძემ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 303 679 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%-ია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

ამავე თემაზე:

✔️ საჭიროა თუ არა კოვიდვაქცინის მესამე დოზის გაკეთება? - ივანე ჩხაიძის განმარტება

✔️ „სასიხარულო ინფორმაციაა, რომ ვინც „ფაიზერით“ აიცრა, სპერმასთან პრობლემები არ აქვს“ - გიორგი ფხაკაძე

✔️ გაბუნია: „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია 45 წლიდან განისაზღვრა