მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოფარმის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

სინოფარმი
1620734194
COVID-19

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ, დღის ბოლოდან „სინოფარმის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყება.

„სინოფარმის“ მეორე დოზებით ვაქცინაცია მოსახლეობას 25 მაისის შემდეგ უწევს და ხვალ, დღის ბოლოს, 20:00 საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე გახსნის რეგისტრაციის ბაზას, მათ შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდენ „სინოფარმის“ მეორე დოზებზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, „სინოფარმის“ ახალ დოზას მივიღებთ ივნისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 303 679 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%-ია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

მსურველებს რეგისტრაცია სპეციალურად შექმნილ პორტალზე შეუძლიათ booking.moh.gov.ge

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

„არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადაწევაზე ვიფიქროთ“

„თუ არ გავლაღდებით, 2 კვირაში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს“