მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: ვაქცინის გაკეთების მსურველი მოსახლეობის 40-47%-ია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2020
1612859857
COVID-19

„40-დან 47%-მდე მოსახლეობის ფიქრობს, რომ ვაქცინაცია არის გამოსავალი. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. სამედიცინო პერსონალშიც კი არ არის ეს მაჩვენებელი 100%-იანი, ამდენად ვფიქრობთ, რომ დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და საინფორმაციო კამპანია იქნება უფრო აქტიური, რადგან შედეგების დანახვის შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ მეტი ადამიანი განეწყობა ვაქცინაციის მიმართ დადებითად“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ვაქცინაციის შესახებ კამპანიის გააქტიურება თებერვლის ბოლოდან დაიწყება, როცა ვაქცინის პირველი პარტია შემოვა ქვეყანაში.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურია.

„18 000-დან 800 დადასტურებული შემთხვევა უკვე არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი. დადებითობის კოეფიციენტი ბოლო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება 4%-ს ქვემოთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 263 057 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 254 916 და გარდაცვლილია 3 306 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ისრაელში COVID 19-ის სამკურნალო მედიკამენტმა 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

„ვაქცინაციის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს განხორციელდება“ - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა