მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა“ - ნანა გეგეჭკორი

ექიმი ნანა გეგეჭკორი
1628003327
COVID-19

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

„34 გარდაცვლილი ერთ დღეში წარმოუდგენლად მაღალი ციფრია. უახლოესი თვეები სამწუხაროდ უარესი იქნება. ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

დაიცავით თავი სანამ სიკვდილმა არ მოგაკითხათ. არავინაა სამწუხაროდ დაზღვეული აღმოჩნდეს უმძიმესად დაავადებული რისკის ფაქტორების არ არსებობის პირობებშიც...

ჩვენი ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის განყოფილების კოვიდ ნაწილი ისევ აქტიურად იკრებს ძალას. ყურადღებით ჩავყევი პაციენტების ვაქცინაციის პროფილს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია.

აცრილ და აუცრელ ადამიანებს შორის გართულებებისა და სიკვდილის რისკი დრამატულად განსხვავდება ვაქცინირებულების სასარგებლოდ.

ვაქცინაცია იცავს სიკვდილისგან“, - წერს გეგეჭკორი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 საქართველომ თავის ნებაზე მიუშვა დელტა შტამი

👉 „შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“

👉 „ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვების მომხრე ვართ“