მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

4 827 ინფიცირება, 1 895 გამოჯანმრთელება, 34 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1627973725
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, ხოლო 1 895 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 428 670-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 910 ადამიანი, ხოლო სულ 388 893 გამოჯანმრთელებულია პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე იხილეთ: 👇

📣დელტა შტამი ჩინეთში რუსეთიდან შევიდა და საგანგაშო სისწრაფით ვრცელდება - BBC

📣„მოდერნა“ და „ფაიზერი“ კორონავირუსის საკუთარი ვაქცინების ფასებს ზრდის

📣„1 თვის განმავლობაში ვაქცინირებულ ადამიანთა ჯამური მაჩვენებელი იქნება განმსაზღვრელი, მოვახერხებთ თუ არა კორონავირუსის დამარცხებას წლის ბოლომდე“ - ივანე ჩხაიძე