მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინა ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები არ არის 

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1610221849
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინა საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან მის შენახვას -80 გრადუსიანი მაცივარი სჭირდება. 

თენგიზ ცერცვაძეს საქართველოსთვის შესაფერისად AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა მიაჩნია.

„ის ორი ვაქცინა, რომელიც დღეს ყველაზე ფართედ იხმარება ამერიკაში, გერმანიაში და ინგლისში, Pfizer-ის და Moderna-ს, ჩვენთვის არ არის მისაღები და მისი გამოყენება ხელსაყრელი. იმიტომ, რომ ის საჭიროებს ძალიან რთულ ლოჯისტიკას -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს ის შენახული. ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მიუწვდომელია, სად არის საშუალება იმისი, რომ ყველა რაიონში და ყველა პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები იყოს. ეს ამერიკასაც კი უჭირს, ინგლისს და გერმანიას, იქაც კი შეექმნათ პრობლემები.

ყველზე შესაფერისად მიმაჩნია, ოქსფორდის უნივერსიტეტის და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ რეჟიმს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢„მესამე ტალღა აპრილში უნდა დაიწყოს“

💢გაბუნია: განვიხილავთ Pfizer-ის, moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობას