მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინა გავიკეთე, ამაში საშიში არაფერია“ - იმნაძე

ncdc-ის დირექტორის მოადგილე
1615785572
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ კოვიდვაქცინის საჯაროდ გაკეთების შემდეგ აღნიშნა, რომ „ამაში საშიში არაფერია“.

„ჩემს ყველა კოლეგას, ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს მინდა მოვუწოდო, იმისათვის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმში, აუცილებელია ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. პირველ რიგში ეს, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებს ეხება.

ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა, ამაში საშიში არაფერია. პირველ დღეს რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ჩემი კოლეგა. რაც უფრო დრო გავა იმედია, რომ ჩემი კოლეგები კიდევ უფრო მეტნი დარეგისტრირდებიან“, - აცხადებს იმნაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ მიიღო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43200 დოზა „კოვაქსის“ საშუალებით, ხოლო მეორე პარტია, რომელიც შემოვა აპრილის მეორე ნახევარში დაახლოებით 86 ათასი დოზა იქნება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, 43 200 დოზა საქართველომ 13 მარტს მიიღო.

ინფორმაციისთვის, პაატა იმნაძემ კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა