მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაცია უნაყოფობას არ იწვევს, კორონავირუსს კი ერექციული დისფუნქციის გამოწვევა შეუძლია“ - მეცნიერები

„ვაქცინაცია უნაყოფობას არ იწვევს, კორონავირუსს კი ერექციული დისფუნქციის გამოწვევა შეუძლია“
1628522444
COVID-19

მეცნიერების ცნობით, ვაქცინაცია უნაყოფობას არ იწვევს, სამაგიეროდ თავად ვირუსს ერექციული დისფუნქციის გამოწვევა შეუძლია, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

კორონავირუსის სპაიკის ცილა 1 273 ამინომჟავისგან შედგება, ხოლო სინციტინი-1-ის კი - 538 ამინომჟავისგან. მკვლევრებმა მხოლოდ 5 ამინომჟავას თანმიმდევრობა გამოავლინეს, რომელშიც ორი ცილა იყო მსგავსი, თუმცა ისიც იდენტური არ იყო.

რეპროდუქციული იმუნოლოგიის ევროპული საზოგადოების პრეზიდენტის უდო მარკერტი და პერინატალური მედიცინის გერმანული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის ეკეჰარდ შლოისნერის განცხადებით, თუ სწორია ვარაუდი, რომ ვაქცინის გამოყენებით გამოწვეულ იმუნურ პასუხს უნაყოფობის გამოწვევა შეუძლია, მაშინ თავად კორონავირუსის დაავადება იგივეს გამოიწვევდა.

„პლაცენტის და რეპროდუქციული მედიცინის კვლევის თვალსაზრისით, განცხადებები უშვილობის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა”, - აცხადებენ ექიმები და ქალებს აცრას ურჩევენ.

კორონავირუსი გაცილებით საშიშია, ვიდრე ვაქცინაცია

ვაქცინების ნეგატიური გავლენა მამაკაცების ფერტილურობაზე, ასევე, აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში.

აშშ-ში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად, მეცნიერებმა შეისწავლეს 45 მამაკაცის სპერმა mRNA ვაქცინით აცრამდე და მის შემდეგ, თუმცა, ვაქცინაციის რაიმე უარყოფითი გავლენა მამაკაცის რეპროდუქციულ შესაძლებლობებზე ვერ აღმოაჩინეს.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ერექციული დისფუნქციის ან უნაყოფობის მიზეზი არ არის“, - აღნიშნავს მაიამის უნივერსიტეტის უროლოგიის პროფესორი რანჯიტ რამასამი.

რანჯიტ რამასამის თქმით, თავად კორონავირუსს შეუძლია არა მხოლოდ სპერმისა და ფერტილურობის წარმოქმნის დარღვევა, არამედ ერექციული დისფუნქციის გამოწვევაც.

მისი თქმით, სხვა ვირუსებმა, როგორიცაა ყბაყურა, ზიკას ვირუსი, შეიძლება გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლების ანთება და შეაფერხოს ნაყოფიერება.

„რაც უფრო მძიმეა ინფექცია, მით უფრო დიდია რისკი, რომ ამან უნაყოფობა ან ერექციული დისფუნქცია შეიძლება გამოიწვიოს. თითოეულ მამაკაცს მხოლოდ ვაქცინაციის გავლა შემიძლია ვურჩიო“, - აცხადებს რანჯიტ რამასამი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ქვეითდება თუ არა ვაქცინაციის დროს სპერმატოზოიდების ფუნქცია?

👉 „სასიხარულო ინფორმაციაა, რომ ვინც „ფაიზერით“ აიცრა, სპერმასთან პრობლემები არ აქვს“

👉 COVID 19-ის ვაქცინა სპერმას არ აზიანებს