მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვეითდება თუ არა ვაქცინაციის დროს სპერმატოზოიდების ფუნქცია? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1621514980
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში, მამაკაცებში რეპროდუქციულ ცვლაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა შემთხვევაში კარგავს თავის ფუნქციას ვაქცინაციის დროს სპერმატოზოიდები.

„ქალბატონებს რაც შეეხება, რეპროდუქციულ ცვლაზე არავითარი გავლენა არ დასტურდება, არცერთი ვაქცინის და ეს დადასტურებულია კლინიკური კვლევების დროს.

რაც შეხება მამაკაცების შემთხვევას, ნებისმიერი ვირუსი, თუკი დაავადების დროს ის ცხელებით მიმდინარეობს, გრიპის ვირუსის შემთხვევაშიც კი სპერმატოზოიდების ფუნქცია 2-3 კვირის განმავლობაში ქვეითდება.

შესაბამისად, მამაკაცის განაყოფიერების უნარი ცოტა მოიკოჭლებს და არ არის ისეთი, როგორიც იყო ავადობამდე.

ამიტომ, თეორიული შანსი იმისა, რომ ვაქცინის გაკეთების შემდგომ, თუ ტემპერატურული რეაქცია დაუფიქსირდა, რაც დაახლოებით 30-40%-ში ხდება ხოლმე ზოგჯერ პირველ დოზაზე, ზოგჯერ მეორეზე, გააჩნია ვაქცინის სახეობას, შეიძლება ტრანზიტორული წარმავალი 2-კვირიანი დაქვეითება იყოს სპერმატოზოიდების ფუნქციის.

ეს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არ ეხება ვაქცინას, უბრალოდ ტემპერატურულ რეაქციაზე ვსაუბრობ, გრიპის ვირუსი იქნება ეს, თუ რინოვირუსით გამოწვეული, ამას მნიშვნელობა არა აქვს,“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს „ასტრაზენეკათი“ , ხოლო 30 მარტს „ფაიზერით“ დაიწყო.

გარდა აღნიშნული ორი ვაქცინისა, საქართველომ 3 აპრილს ჩინური „სინოფარმის“ პირველი პარტია - 100 ათასი დოზა მიიღო. „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉„სასიხარულო ინფორმაციაა, რომ ვინც „ფაიზერით“ აიცრა, სპერმასთან პრობლემები არ აქვს“ - გიორგი ფხაკაძე

👉 ყველა მსურველისთვის „ფაიზერი“ და მოდერნა ვერ იქნება

👉 რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოში?