მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება“ - დავით სერგეენკო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო
1634846622
COVID-19

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელმა, დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის ეთერში“ იმუნიზაციის პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ ტალღების თვლას უკვე აზრი არ აქვს.

მისი თქმით, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება და დასძენს, რომ ვაქცინაციის მხრივ დაგვიანებული ნაბიჯები ჰქონდათ.

ამასთან, სერგეენკო ამბობს, რომ ადამიანების უმეტესობა ვაქცინის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი.

„სად ვართ და რა უნდა გაკეთდეს აუცილებლად და სასწრაფოდ? ვართ იქ, რომ ტალღების თვლას, მესამეა, მეოთხე თუ მეხუთე უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მონაცემები გვაქვს გაუარესების ტენდენციით. ეს მონაცემები ნიშნავს, მეტ დაავადებულს და სამწუხაროდ, მეტ გარდაცვლილს.

ახლა რაც მიდის ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანია, მას ჯერადობით აკლია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კომპონენტი. ეს უნდა იყოს ბევრად უფრო სისტემური კამპანია, თუნდაც როგორც წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც წალეკილი აქვს საინფორმაციო სივრცე.

ხშირად ადამიანები კითხულობენ, ვინ არის პასუხისმგებელი. ჩვენ ვერ ვხედავთ ვირუსს, მაგრამ ვართ საომარ მდგომარეობაში და საომარი მოქმედებების დროს უბრალოდ არ შეიძლება დამნაშავეების ძებნა. მთელი რესურსი უნდა იყოს მიმართული ბრძოლისკენ.

დაგვიანებული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, გვაქვს დასახული გეგმა იყო წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია და ახლა არის ამის ნახევარი. დარჩენილი ორი თვე არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს გეგმა შესრულდება. დიახ, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება“, - აცხადებს დავით სერგეენკო.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „მდგომარეობა არის კატასტროფული - შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს“ - დევი ტაბიძე

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „გრიპის იმუნიტეტი განახლებადია და წელს ძლიერად იქნება გამოკვეთილი“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“ - დევი ტაბიძე