მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის შემდეგ მწვავე ალერგიული რეაქცია კიდევ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, თუმცა დასადგენია იყო თუ არა შოკი“ - გამყრელიძე

ncdc-ის დირექტორი
1616158961
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევა 17 მარტს დადასტურდა. 

„გიდასტურებთ, რომ გვერდითი მოვლენების შესწავლის კომისიაში შევიდა ერთ-ერთი კლინიკიდან ახალგაზრდა ქალის შესახებ შეტყობინება, რომ მას განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი. კლინიკამ ანამნეზში ასე ჩაწერა, თუმცა იყო თუ არა ეს ნამდვილად ანაფილაქსიური შოკი, ეს გვერდითი მოვლენების მართვის კომისიამ უნდა დაადგინოს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პაციენტი ახლა თავს კარგად გრძნობს.

„იქ იყო მწვავე ალერგიული რეაქცია, თუმცა იყო თუ არა შოკი, ეს დასადგენია. იგი ახლა კარგად არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთანი კომაში ჩავარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს გარდაიცვალა.