მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინის მწარმოებლებს ორი წლის მარაგი უკვე გაყიდული აქვთ, საქართველომ მოლაპარაკებები დააგვიანა“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1614157210
COVID-19

„ზოგადად მთელ მსოფლიოში შეიქმნა სიტუაცია, რომ ვაქცინების მწარმოებლებს მილიონობით დოზის წარმოების საშუალება არ ჰქონდათ. ქვეყნებს შორის ვაქცინების ომიც კი დაიწყო. პრობლემა იყო ის, რომ საქართველო ძალიან დაეყრდნო მხოლოდ COVAX პლატფორმას და არ დაიწყო მოლაპარაკებების სხვადასხვა ქვეყნებთან. როცა უკვე დაიწყო ფიქრი მწარმოებლებთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე, ეს უკვე დაგვიანებული იყო. მათ უკვე მთელი ორი წლის მარაგები გაყიდული აქვთ“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ამბიციური განაცხადი ვაქცინაციის შესახებ უსაფუძვლო აღმოჩნდა.

„ყველამ იცის, რომ ჯანმო-ში არის ბიუროკრატია და როცა აწარმოებ მასთან მოლაპარაკებას, ეს უნდა გაითვალისწინო. სექტემბერში გაკეთდა თამამი განცხადება, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც დაიწყებოდა ვაქცინაცია. როდესაც აკეთებ ასეთ განცხადებას, უნდა გქონდეს უკვე მოლაპარაკებები და იცოდე, რომ ვაქცინა შემოვა. არ იყოს სწორი მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობა“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ქვეყნებთან მოლაპარაკების შემთხვევაში შესაძლოა ვაქცინა ამ დრომდე მიეღო.

„მოგიყვანთ ერთ მაგალითს. ისრაელმა გუშინ განაცხადა, რომ მას გარკვეული დოზები დარჩა ვაქცინის და დაასახელა რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც მას გადასცემს. ასეთია მაგალითად ჩეხეთი. ამიტომ ჩვენ უნდა გვქონოდა მოლაპარაკებები ქვეყნებთან და თუნდაც ისრაელთან ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა და შეიძლებოდა მისგან მიგვეღო ვაქცინა“, - აღნიშნა ზაზა წერეთელმა.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოსვლა მარტის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, გაირკვა, რომ საქართველო პირველად Astrazeneca-ს წარმოების ვაქცინას მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:თამარ გაბუნია: ვაქცინის პირველი დოზები მომდევნო 3 კვირის განმავლობაში შემოვა

პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

ზაზა წერეთელი: მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინების წარმოება გაიზარდოს

თამარ გაბუნია: ვაქცინის პირველი დოზები მომდევნო 3 კვირის განმავლობაში შემოვა