მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერ ვხედავ საფუძველს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს“ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1631007730
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილაში“ მასობრივ ვაქცინაციასა და იმ ასაკობრივ ჯგუფზე ისაუბრა, რომელიც ყველაზე მეტად ავადდება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მასობრივი, არამედ მიზნობრივი ვაქცინაცია.

„სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. ზოგადად, რატომ გვაქვს ვაქცინაცია, გარდა იმ სიკეთეებისა, რაც თითოეულ ინდივიდზე ვაქცინაციას გააჩნია და რატომ ხდება იმ რეგულაციების გამკაცრება და ჩაკეტვები, რომელიც მსოფლიოში უკვე ასეთი ხშირია და საქართველოშიც უკვე რამდენჯერმე გვქონდა მსგავსი პრეცედენტი.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს, ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალური დახმარება, გაეწიოს ჰოსპიტალური დახმარება.

საქართველოს პანდემიის პირობებში აღმოაჩნდა იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანას, ვინაიდან იქ იყო გარკვეული სტანდარტები 100 ათას სულ მოსახლესთან მიმართებით, როგორც საწოლფონდთან, ასევე, სასუნთქ აპარატებთან დაკავშირებით. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ რეალურად პანდემიასთან ბრძოლისას აღმოვჩნდით კარგ მდგომარეობაში, თუ შეიძლება ამას ასე ეწოდოს. ჩვენთან პაციენტების 3-ჯერ მეტმა რაოდენობამ მიიღო სამედიცინო მომსახურება და ჯანდაცვის სექტორს ეს არ გასჭირვებია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ ასაკობრივ ჯგუფზე, რომელიც ყველზე მეტად ავადდება.

მისი თქმით, 40 წელზე ქვევით გარდაცვლილი ახალგაზრდების ჯამური რაოდენობა არის 100-მდე. მისივე თქმით, უმეტეს შემთხვევაში აქაც ადგილი ჰქონდა თანმხლებ დაავადებებს.

„საქართველოს მაგალითზე ჩვენ დავაკვირდით, თუ რომელი ჯგუფი ავადდება ყველაზე მეტად, რომელი ჯგუფის ჰოსპიტალიზაცია ხდება ყველაზე მეტად და ჰოსპიტალიზებულთა შორის, ვისი ლეტალობა არის მაღალი და აქ ცალსახად გამოიკვეთა ის ასაკობრივი გრადაცია და ასაკობრივი პირამიდა, რომელიც ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვმარტეთ. ეს ძირითადად არიან 60 წელს ზევით მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები.

სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა მასობრივი ვაქცინაცია, არამედ, მიზნობრივი ვაქცინაცია იმისთვის, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის შემცირება.

67% 80 წელს გადაცილებული მოქალაქეების ხვდება ჰოსპიტალში. მათგან რეანიმაციაში მოხვედრის ალბათობაა 15%-ზე მეტი, ხოლო ლეტალობის ალბათობაა 16%-ზე მეტი.

ეს ნიშნული იკლებს 70-80 წელს შორის და არის 57,8%, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჰოსპიტალიზაციის ალბათობა 57% არის ძალიან მაღალი და ამასთან მიმართებაში 7,64% არის ლეტალობა ამ ასაკში.

ვაქცინაცია სწორედ რომ ასაკოვან ჯგუფში დაახლოებით 15-ჯერ ამცირებს იმის რისკს, რომ ისინი მოხვდნენ საავადმყოფოში და 5-ჯერ ამცირებს იმის რისკს, რომ გარდაიცვალონ. ყველაზე მაღალი ეფექტი ვაქცინას სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში აქვს“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „სრულად აცრილებში გარდაცვალების მაჩვენებელი 0.3%-ია“

👉 „სინოვაკის“ ვაქცინა 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცეს

👉 „ერთადერთი, რაშიც მთავრობას ვადანაშაულებ, არის ის, რომ მკაცრი კონტროლი დაწესებული რეგულაციების აღსრულებაზე არ ხდება“