მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

WHO-მ Pfizer-ის და BionTech-ის ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა
1609499040
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი Pfizer-ის და BionTech-ის ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანმო ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განმარტებაა მითითებული იმის შესახებ თუ რას ნიშნავს ვაქცინის საგანგებო მოხმარება.

მათივე განცხადებით, ვაქცინის საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცება ნიშნავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, დააჩქარონ ვაქცინის დამტკიცებისა და იმპორტისთვის გათვალისწინებული პროცედურები.

„ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი COVID-19 ვაქცინებზე გლობალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ვაქცინების მაქსიმალური რაოდენობა უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მოთხოვნები ამ კუთხით“, - აცხადებს ჯანმოს გენერალური დირექტორის თანაშემწე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ჩინური ვაქცინა 79%-ით ეფექტიანია

✔️ დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა