მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა

გამალეის და ასტრაზენეკას თანამშრომლობა

დიდ ბრიტანეთში, ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca-ს მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ავტორიზაცია უკვე გაიარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის მატების ფონზე ვაქცინაცია 4 იანვარს უნდა დაიწყოს. დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა 100 მილიონი დოზა, რაც 50 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მეთ ჰენკოკის თქმით, ეს არის შესანიშნავი ახალი ამბავი. მინისტრი აცხადებს, რომ კომპანიასთან გაერთიანებულ სამეფოს 100 მილიონი დოზის მიწოდების ხელშეკრულება გაფორმებული აქვს.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანული მეცნიერების განვითარებას ტრიუმფალური უწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ვაქცინაცია.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში,ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და ლონდონში მეოთხე დონის შეზღუდვები დააწესეს.

Oxford-AstraZeneca ვაქცინა შეიქმნა 2020 წლის პირველ თვეებში და აპრილში პირველად მოხალისეები აცრეს.

Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა შეიძლება ინახებოდეს სტანდარტულ მაცივარში, მას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება.