მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა წერეთელი Covid 19-ის ახალ შტამზე: ვერაგ ვირუსთან გვაქვს საქმე

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი  ზაზა წერეთელი
1608547298
COVID-19

ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, მედიცინის დოქტორი ზაზა წერეთელი კოვიდ 19-ის ახალ შტამზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთი ტემპით გავრცელება ნიშნავს, იმას რომ საქმე ვერაგ ვირუსთან გვაქვს.

ზაზა წერეთელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მუტაცია ვირუსების არსებობის ისტორიაში ყოველთვის ხდება.

ექიმის განცხადებით, ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ კოვიდინფექციის ახალი შტამი საშიშია, ჯერ ნაადრევია.

თუმცა წერეთელი ამბობს, რომ კორონავირუსის ახალმა შტამმა დიდ მონაკვეთზე დაიწყო ცვლილება.

„მუტაცია ისეთი მოვლენაა ყოველთვის ხდება ვირუსებთან დაკავშირებით. რაც დაიწყო დაახლოებით ათასამდე მუტაცია დაფიქსირდა. ალბათ ყველას გვახსოვს 1 თვის წინ როდესაც მუტაცია წავებში იყო დაფიქისირებული, რის გამოც წავების დიდი რაოდენობით დახოცვა მოხდა.

შემდეგ იყო გარკვეული მუტაცია ესპანეთში სოფლის მეურნეობაში და ახლა დაფიქსირდა ახალი მუტაცია დიდ ბრიტანეთში. დამაფიქრებელი არის ის, რომ მუტაცია წავიდა პროტეინის სპაიკში. ეს არის სწორედ ის ნაწილი, რითაც ვირუსი აღწევს ჩვენს უჯრედში და შემდეგ იწყებს გამრავლებას.

ჯერ მხოლოდ 4 დღე გავიდა და ამ დღეების განმავლობაში ძნელია დაადგინო და თქვა საშიშია თუ არა. მეცნიერები დაფიქრდნენ და იმიტომ დაიწყო ასეთი ამბავი, რომ ძალიან დიდი მონაკვეთის ცვლილება მოხდა. ახლა უნდა დააკვირდნენ რას გამოიწვევს ეს ცვლილება. ერთი ფაქტია, რომ უფრო სწრაფად დაიწყო ამ ვირუსმა გავრცელება. შეიცვლება თუ არა დაავადების სიმძიმე, უფრო მძიმედ წარიმართება თუ არა ეს ჯერ არ იციან და ამას სწავლობენ.

ახლა დაფიქრდნენ იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილის მუტაცია მოხდა და ამის გამო მთელმა ევროპამ შეწყვიტა მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან.

ასეთი გავრცელება ნიშნავს იმას, რომ ვერაგ ვირუსთან გვაქვს საქმე. ეს ნიშნავს იმას, რომ ცოტაზე მეტად რთულ ვირუსთან გვაქვს საქმე. ბევრი რამ მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობია. უიმედობას ნუ მივეცემით, უიმედობა უფრო ასუსტებს ჩვენს ორგანიზმს. ყოველთვის ხდებოდა ვირუსის ცვლილება და დაველოდოთ. ნუ ვინერვიულებთ“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ზაზა წერეთელმა.

ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტი 70% -ით უფრო გადამდებია, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ იგი უფრო მომაკვდინებელია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა, რომელიც ინგლისის ზოგიერთ ნაწილში უფრო სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობეს, დიდი ბრიტანეთის მეცნიერები კი დეტალურ კვლევებს ატარებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

დიდ ბრიტანეთში მოგზაურობაზე აკრძალვები ფართოვდება

რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?