მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზოგს სჯერა, ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება საშიში იყოს გარშემომყოფებისთვის“ - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი
1631021995
COVID-19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მითი, რომლითაც ჰგონიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანი პირველი კვირის განმავლობაში თვითონ გამოყოფს ვირუსს, არის მცდარი.

„უკვე მერამდენე პაციენტი მეუბნება, რომ ვიღაცები ურჩევენ, ვაქცინის შემდეგ მოერიდოს გარშემომყოფებს. თავიდან მეგონა, რომ ეს რჩევა იმით იყო ნაკარნახევი, რომ ვაქცინირებული ადამიანი მაშინვე არ არის დაცული და ინფიცირების რისკი კვლავ აქვს.

თუმცა, ბოლოს გავარკვიე, რომ ზოგს სჯერა, ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება საშიში იყოს გარშემომყოფებისთვის, ანუ თვითონ დაიწყოს ვირუსის გამოყოფა.

ზოგჯერ ეს ადამიანები იკეთებენ PCR-ს და როცა შედეგი დადებითია, ჰგონიათ, რომ ეს სწორედ ვაქცინის გამოა. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ინფიცირდა კორონავირუსით. ამ შემთხვევაში ვაქცინა PCR-ის დადებით შედეგს, ცხადია, ვერ გამოიწვევს“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 50 ადამიანი, ხოლო 3996 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 7 სექტემბრის მონაცემებით, 567 922 შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 523 669 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 7 917 პაციენტი ემსხვერპლა.

იხილეთ აგრეთვე:

✅ექსპერტები შეშფოთებულნი არიან მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ვაქცინაციის ტემპით

✅„ხალხი მითიური მიზეზებით ყოყმანობს აცრაზე, დაჩიპვიდან დაწყებული, უნაყოფობით დასრულებული“ - აკაკი ზოიძე

ასუსტებს თუ არა ფაიზერის ვაქცინა იმუნიტეტს? - DW-ს კვლევა