მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: საპენსიო ფონდის გამოყენების საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებ

ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრაზე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საპენსიო დანაზოგის თანხების გამოყენების დაშვების საკითხს მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენებს. 

მისი თქმით, მთავრობამ ეს საკითხი ერთხელ უკვე განიხილა, თუმცა, როგორც ცნობილია, უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ ვთვლით, რომ ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი რეფორმა. ამიტომ ეს საკითხი განხილვაზე მეორედ არ დაგვიყენებია. რადგან ეს საინტერესო და ხალხის მოთხოვნაა, დავაყენებ კიდევ ერთხელ ამ საკითხს და გადაწყვეტილებას მოგახსენებთ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი შეზღუდვების პარალელურად, მოსახლეობისთვის დაწესებული ფულადი დახმარების პროგრამები იანვრიდან კვლავ ამოქმედდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉პრემიერი: შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება

👉 8 ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება

👉 რა შეზღუდვები არ იმოქმედებს ახალი წლის პერიოდში?