არჩევნები 2020

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?

ოპოზიციური პარტიები
პარლამენტში არჩევნების
შემდეგ Pia.ge
1604313763
დაკოპირებულია

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, მანდატზე უარს იტყვიან?

PIA.GE ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა, რომელიც განმარტავს:

მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს - ვინ არის არჩეული პარლამენტის წევრად, პირველ სხდომაზე მინიმუმ 76 ადამიანი თუ მივა, სხდომა უფლებამოსილი იქნება, დაიწყოს მუშაობა.

მინიმუმ 76-მა წევრმა პირველ რიგში უნდა ცნოს არჩეულად გამოცხადებული პარლამენტის წევრების უფლებამოსილება. არა მხოლოდ მათი, ვინც სხდომაზე მივიდა, არამედ ყველასი, ვინც ცესკო-მ არჩეულად გამოაცხადა.

უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, თუ ამ უფლებამოსილებაცნობილ წევრთა რაოდენობა 100 ან მეტი იქნება, პარლამენტი უკვე შეიძენს სრულ უფლებამოსილებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ პარლამენტის წევრებს გადადგომა.

„შეიძლება ასეთი ვითარება შეიქმნას - პოლიტიკურმა პარტიებმა, ვინც ბარიერი გადალახა, გააუქმონ თავისი პარტიული სიები. ანუ, მიმართონ ცესკო-ს განცხადებით - ჩვენ ვხსნით ყველა იმ კანდიდატს, ვინც ამ სიაშია და შემდეგ დაწერონ განცხადება, გადადგომის თაობაზე, ვინც არჩეულები არიან.

თუ ისინი სიას არ მოხსნიან, ვინც პარტიული სიით არის გასული - პირობითად გასულია 4 კაცი, თუ გადადგომის შესახებ 4 კაცი დაწერს განცხადებას, მაშინ მისი ადგილი უნდა დაიკავოს სიაში შემდეგმა ოთხმა. შესაბამისად, ჯერ სია უნდა გააუქმონ, შემდეგ თავად გადადგნენ“,- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შედის. ვახტანგ ხმალაძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, გადადგომაზე განცხადება შესაძლოა დაწეროს 59-მა. მათი გადადგომის შემდეგ კი, თუ სიებიც გაუქმებული ექნებათ, 59 ადგილი 4 წლის განმავლობაში იქნება ცარიელი.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, თუ მეორე ტურში ოპოზიციის რამდენიმე კანდიდატი გაიმარჯვებს და შემდეგ ისინი გადადგებიან, მომავალი წლის მაისში შუალედური არჩევნები გაიმართება და იმ მანდატს სხვა დაიკავებს.

კონსტიტუციაში არის ასეთი ჩანაწერი - პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში საბოლოოდ 2/3-ზე ნაკლები დეპუტატი აღმოჩნდება? ამასთან დაკავშირებით ვახტანგ ხმალაძე ამბობს:

„პარლამენტში შეიძლება 59-ით ნაკლები დეპუტატი აღმოჩნდეს. გამოდის, რომ საკანონმდებლო ორგანოში იქნება 91 წევრი. ეს უკვე 2/3-ზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში, ერთი პრობლემაა, რომ პარლამენტი ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რომელსაც 100 ხმა ან მეტი სჭირდება. მეორე - მაისამდე რამდენიმე მაჟორიტარიც ხომ შეიძლება მოაკლდეს, ამ შემთხვევაში პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას ისეთი გადაწყვეტილების მისაღებადაც, რომელსაც სჭირდება ხმათა 3/5, ეს არის 90 ხმა. 91 წევრს თუ კიდევ 2 მაჟორიტარი გამოაკლდა, უკვე 90-ზე ნაკლებია.

მთავარი პრობლემა კი, რომელიც ამ დროს ჩნდება - კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, მას შემდეგ, რაც მინიმუმ 2/3-ის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, პარლამენტი შეიძენს სრულ უფლებამოსილებასო. დგება საკითხი - უფლებამოსილი იქნება კი ეს პარლამენტი საერთოდ ატარებდეს სხდომებს, რადგან მასში წევრთა რაოდენობა 2/3-ზე ნაკლებია? - ამის თაობაზე პირდაპირ არაფერი წერია კონსტიტუციაში. აქ ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა. ნაწილი იტყვის, რომ რადგან 2/3-ზე ნაკლებია, უნდა იყოს ახალი არჩევნები, მაგრამ ახალ არჩევნებზე კონსტიტუცია არაფერს ამბობს, რადგან რიგგარეშე არჩევნების თაობაზე კონსტიტუცია ამბობს მხოლოდ ასეთ რამეს - რიგგარეშე არჩევნები ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა მთავრობას. შესაბამისად, კონსტიტუცია არაფერს ამბობს იმაზე, 2/3-ზე ნაკლები თუ იქნება, უნდა იყოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. აქ შეიძლება შეიქმნას გაურკვეველი ვითარება“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

დღევანდელი მოცემულობით, გაიმართება თუ არა პირველი სხდომა, რადგან ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში მისვლას არ აპირებენ.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული წესით 61 მანდატი უკვე აქვს. 14 მაჟორიტარი პირველივე ტურში იგებს. მას უმრავლესობის შესაქმნელად 1 მანდატი აკლდება. უმრავლესობას 76 დეპუტატით ქმნის. პარლამენტი კი, პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76) ესწრება.

„ცესკო-ს ამ მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არავის დახმარება არ სჭირდება. საბოლოო შედეგი თუ ასეთივე იქნება, მას პროპორციული წესით 61 მანდატი უკვე აქვს, მაჟორიტარული ოლქებიდან 15 მანდატი სჭირდება მხოლოდ. მაღალი ალბათობით ის შეძლებს 15 მანდატის მიღებას“,- აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

პირველადი მონაცემებით, მეორე ტური 16 მაჟორიტარულ ოლქში უნდა გაიმართოს. ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ. ასეთ შემთხვევაში, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, ავტომატურად იმარჯვებს მეორე ტურში მონაწილე მეორე კანდიდატი.

თუ მეორე ტურში ოპოზიციის არცერთი კანდიდატი არ მიიღებს მონაწილეობას, არჩევნები აღარ ჩატარდება.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

🔶II ტური - ვინ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს რეგიონებში?

🔶პარტიები, რომლებიც ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით შევლენ პარლამენტში

🔶II ტური - ვინ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს თბილისში?

უმრავლესობის ლიდერი -
მამუკა მდინარაძე

„გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ 2-3 დღეშ...

„გვაქვს გონივრული მოლოდინი და შეიძლება ითქვას გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და დააყენებენ წინადადებებს, რომლებიც როგორც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობდით, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა. 

1615059196

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად „მთავარი არხის“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ მესტიის მერმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ქვეყნის დასატოვებლად თანხა შესთავაზა. 

1615058269

„ველოდებით, რომ დროზე დაუბრუნდნენ იმ განწყობას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის თბილისში ყოფნისას ჰქონდათ, რომ ყველაფრის განხილვისთვის მზად არიან“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. 

1615057289

გორში პოლიციამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ხევში ნახეს.

1615053483
გოგი წულაიას ოპერაცია

გოგი წულაია პარტია „თავისუფალ საქართველოს“ ტო...

გოგი წულაია პარტია „თავისუფალ საქართველოს“ ტოვებს. მისი განცხადებით, სურს დამოუკიდებლად ახალი პარტია შექმნას.

სომალიში მომხდარ ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვ...

სომალის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. 

ლევან ნიკოლეიშვილი: თურმე სხვის სახლში შ...

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ჟურნალისტის მიერ პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის დაკეტილ სახლში უნებართვოდ შესვლის ფაქტს ეხმაურება.

დალაი-ლამას კოვიდვაქცინაცია ჩაუტარდა (ვი...

ტიბეტელი ბუდისტების სულიერ ლიდერს დალაი-ლამას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.