მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს

ნიკა მელიას პროცესი

ნიკა მელია რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. გაუგრძელებენ თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 50-დღიან პატიმრობას, ამას დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი გადაწყვეტს.

დღეს დაცვის მხარე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ საქმეს ახალი მტკიცებულებები დაერთოს. მათ შორის, 20 ივნისის აქციის დარბევის მასალები.

როგორც ნიკა მელიას ადვოკატები აცხადებენ, ოპოზიციის ლიდერი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გაათავისუფლონ, მაგრამ ეს მმართველი პარტიის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და მასთან მიმართებით, უნდა გაუქმდეს ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება, იგი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან. არავითარი რისკი იმისა, რომ ნიკა მელია მიიმალება, ან ჩაიდენს რამე დანაშაულს არ არსებობს. ეს არის ზუსტად აღკვეთის ღონისძიების მიზნები. ვერავინ დაუმტკიცებს სასამართლოს, რომ მელია სადმე გაქცევას აპირებს, ან სასამართლოს ხელი შეეშლება მისი თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში. მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება არის პრობლემა ხელისუფლებისთვის, ამას ემსახურება მთელი ეს სისულელე და სამართლებრივი სივრციდან გასული განცხადებები“,- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი.

🔴შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

🔴ნიკა მელია პარტიის ოფისში, სპეცრაზმის გამოყენებით, 23 თებერვალს დააკავეს.

აგრეთვე იხილეთ:

📌„მელიას გამოშვებით იცვლება ის, რომ ენმ მოლაპარაკების მაგიდასთან თავმჯდომარით იქნება წარმოდგენილი“ - ბოკუჩავა