მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელიას ადვოკატი: დიდი ალბათობით, 8 აპრილს მოვისმენთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას

გიორგი კონდახიშვილი

„ილუზია არავის გვაქვს, რომ სასამართლოში მიიღება გადაწყვეტილება“,- ასეთია ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის მოლოდინი 8 აპრილს დანიშნულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.

გიორგი კონდახიშვილი აღნიშნავს, რომ 8 აპრილს დანიშნული სასამართლო პროცესისგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება. მისი თქმით, სამართლებრივად, 1%-იანი მიზეზიც არ არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის პატიმრობაში დასატოვებლად.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ილუზია არავის გვაქვს, რომ სასამართლოში მიიღება გადაწყვეტილება. ჩვენ, დიდი ალბათობით, 8 აპრილს მოვისმენთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც გაახმოვანებს სასამართლო, ნიკა მელიას გაათავისუფლებს უკანონო პატიმრობიდან, თუ იგი დარჩება პოლიტიკური პატიმრობის ქვეშ.

თუკი ამას კანონის თვალათახედვით შევხედავთ, არ არსებობს 1% იმისა, რომ მოსამართლემ მიიღოს გადაწყვეტილება, ნიკა მელია დატოვოს პატიმრობაში“,- თქვა კონდახაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე სხდომაზე ახალ მტკიცებულებებს წარადგენს, რომლებიც სასამართლო პროცესის შემდგომ გამოვლინდა. ის არ აკონკრეტებს, რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას საქმის პოლიტიკური მოტივაცია ცალსახა გახდება.

„ჩვენ წარვდგებით შუამდგომლობებით, ახალ, ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარვადგენთ საქმეზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც გამოვლინდა სასამართლო პროცესის შემდგომ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს და ერთმნიშვნელოვანს გახდის ნიკა მელიას საქმის პოლიტიკურ მოტივაციას და პოლიტიკური დევნის ფაქტებს დაადასტურებს. რა კონკრეტულ მტკიცებულებებზეა საუბარი, ეს დაცვის პოზიციიდან გამომდინარე, უშუალოდ სასამართლო პროცესზე გაჟღერდება“,- განაცხადა კონდახაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხუთშაბათს, 8 აპრილს დაინიშნა.

ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრაურ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე იხილეთ:

📌„გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი“ - ნიკა მელია