მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქალაქო სასამართლო 8 აპრილს ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

საქალაქო სასამართლო ხუთშაბათს, 8 აპრილს იმსჯელებს ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ დადგება აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვის თარიღი. 

ადვოკატები აღნიშნავდნენ რომ 2 თვეში სასამართლოს წარმოექმნებოდა ვალდებულება და ჩაინიშნებოდა სხდომა, სადაც განიხილებოდა ნიკა მელიას საპატიმრო საკითხი და აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვა.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

უფლებადამცველები საჩივრით ბრალდებულ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ამის შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, რაზედაც, მელიამ უარი განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✅ნიკა მელია: შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან გამოვიქცეოდი

✅„გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი“ - ნიკა მელია

✅„აუცილებელია გამოსავლის პოვნა“ - სტოლტენბერგი ნიკა მელიას დაკავებაზე