შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ცნობილ რუს ჟურნალისტსა და შოუმენს ვლადიმირ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.
„აღნიშნულ პირს, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში“, - აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოში მათ შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს PCR ტესტის ცნობა.
ინფორმაციისთვის, პოზნერი მეგობრებთან ერთად სასტუმრო „ვინოტელში“ იმყოფება.
ვლადიმირ პოზნერმა განაცხადა, რომ თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და ეს ვიზიტი პოლიტიკას არ უკავშირდება.
„მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს, მე ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ დაბადების დღის აღსანიშნად“,- განაცხადა პოზნერმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 „ხელისუფლება რუსეთიზაციას ცდილობს“ - რუსი ჟურნალისტის პოზნერის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება