მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ვეფხი და მოყმის ძეგლთან ავტომობილი კედელს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ავარია ვეფხისა და მოყმის ძეგლთან

თბილისში, ვეფხი და მოყმის ძეგლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი პირი. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეჯახების შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მიერ ცეცხლი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულსიხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.