საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6939 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6920 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1473 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1502 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0652 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 12 სექტემბერს შევა ძალაში.