კონფლიქტები

სომხეთის პრეზიდენტი: ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ მედიიდან გავიგე

სომხეთის პრეზიდენტმა
ომის დასრულების შესახებ
არაფერი იცოდა
1604986327
დაკოპირებულია

სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ მან მედიიდან შეიტყო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„პრესიდან გავიგე რომ ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის შეთანხმება გაფორმდა, მათგან გავიგე ომის დასრულების პირობების შესახებ.

ჩემთან, როგორც სომხეთის პრეზიდენტთან არცერთი მოლაპარაკება არ შემდგარა.

ყარაბაღის კონფლიქტის მოგავრება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სომეხი ხალხის ბედი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ეროვნული კონსენსუსის საფუძველზე.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე და ხალხის შეშფოთების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ ვიწყებ პოლიტიკურ კონსულტაციებს.

ჩემი ამჟამინდელი მისია ეროვნული ერთიანობის ფორმირებაა. იმედი მაქვს, რომ ათი დღის განმავლობაში ჩვენ ყველა შევძლებთ ერთიანობის შექმნას“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

📌 შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

📌 დღეს, 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა სოომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

🔷 ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა

🔷 აზერბაიჯანი ტერიტორიებს იბრუნებს - ყარაბაღის შეთანხმების 9 პუნქტიანი გეგმა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა, - ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

1611645862

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

1611644934

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას დაავალა მოამზადოს კანონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს და გერმანიის როლების გათანაბრებას აკრძალავს. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.

1611644785

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში  3 096 პირი ემსხვერპლა.

1611644670
პოლიცია ღამით

პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1368...

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

თბილისში ნარკოტიკული საშუალებების უკანონ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცოლ-ქმარი - 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებ...

სინიპტიკოსები უახლოეს დღეებში უნალექო ამინდის შენარჩუნებას პროგნოზირებენ.

სასამართლო დღეს ირაკლი ფანგანისთვის აღკვ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“  წარმომადგენლისთვის ირაკლი ფანგანისთვის ბათუმის სასამართლო დღეს იმსჯელებს.