მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

დავით ჩიხელიძე: პრეზიდენტის განცხადება ეხებოდა არა კონკრეტულ რელიგიურ დღესასწაულს, არამედ ბახმაროში დამკვიდრებულ სახალხო ტრადიციას, მის შენარჩუნებას და გაგრძელებას, რადგან ეს არის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge

„პრეზიდენტის განცხადება ეხებოდა არა კონკრეტულ რელიგიურ დღესასწაულს, არამედ ბახმაროში დამკვიდრებულ სახალხო ტრადიციას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ ბახმაროში სახალხო დღესასწაულის მილოცვისას გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ოპონენტებმა მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს.

ჩიხელიძის თქმით, პრეზიდენტის განცხადება სწორედ, ბახმაროში არსებული ტრადიციის შენარჩუნებასა და მის გაგრძელებას შეეხებოდა.

„პრეზიდენტის განცხადება ეხებოდა არა კონკრეტულ რელიგიურ დღესასწაულს, არამედ ბახმაროში დამკვიდრებულ სახალხო ტრადიციას. ბახმაროს სახალხო დღესასწაული ყოველ ზაფხულს იმართება და მასში მონაწილეობას იღებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სტუმრები, მთავრობის წევრები, ტურისტები და ა.შ.

ღონისძიების მთავარ ნაწილს წარმოადგენს ტრადიციული დოღი, რომელიც ბახმაროს სიმბოლოდ მიიჩნევა, პარალელურად იმართება სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობები, გრანდიოზული კონცერტი და სხვა. პრეზიდენტის განცხადება სწორედ, ამ ტრადიციის შენარჩუნებას და გაგრძელებას შეეხებოდა, რადგან ეს არის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი თქმით, მსგავსი დღესასწაულები აერთიანებს საზოგადოებას, აძლიერებს ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში და ხელს უწყობს რეგიონული განვითარების პროცესს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივებს, ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დააარსა და წლების განმავლობაში ხელს უწყობს ბახმაროს ტრადიციული დღესასწაულის გაგრძელებასა და პოპულარიზაციას“, - წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.