მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანტივაქსერები ვაქცინირებული ადამიანებისგან სისხლის გადასხმაზე უარს აცხადებენ - dailymail

ანტივაქსერები სისხლს არ ისხამენ

აშშ-ში ანტივაქსერები ვაქცინირებული ადამიანებისგან სისხლის გადასხმაზე უარს აცხადებენ, რადგანაც ეჭვობენ, რომ ის მიკროჩიპებს შეიცავს. ასევე, მათ შორის არსებობს მოსაზრება, რომ აცრილი პირების სისხლი ადამიანის კლონირებისთვის აუცილებელ ელემენტებსაც შეიძლება შეიცავდეს. ამის შესახებ dailymail.co.uk იუწყება.

აშშ-ის ექიმები აცხადებენ, რომ ეს ბევრ სირთულეს ქმნის, რადგანაც ამჟამად შეერთებული შტატების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 70% ვაქცინირებულია. თანაც არ არსებობს მონაცემები, რომელი სისხლი ეკუთვნის ვაქცინირებულ ადამიანს და რომელი - არა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანის დნს-ის შეცვლა შეუძლია, სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების ჩიპირების და დნმ-ის ცვლილების მოსაზრებას აშშ-ის მოსახლეობის 10% იზიარებს.