უცხოეთი

„ვნანობ, რომ უკრაინას ასეთი პრეზიდენტი არ ჰყავდა“ - ექიმი კომაროვსკი სააკაშვილზე (ვიდეო)

ექიმი კომაროვსკი
1634112397
დაკოპირებულია

„სააკაშვილი ძალზე ფიცხი პოლიტიკოსია, ფიცხი კარგი გაგებით, უკრაინას კი ასეთი პოლიტიკოსები ძალზე სჭირდება“, - ამის შესახებ „უკრაინა 24"-ის ეთერში ცნობილმა უკრაინელმა ექიმმა, ევგენი კომაროვსკიმ განაცხადა.

„სააკაშვილის შიმშილობა არის საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელების საშუალება. როდესაც ადამიანს სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლია. როგორც დიმიტრი გორდონი ამბობს, ნამდვილად ფიცხი ძალზე ცოტაა. ეს ვლადიმერ ვისოცკის სიტყვებია. მიშა კარგი გაგებით არის ფიცხი. ჩვენ ასეთი პოლიტიკოსები ძალზე გვჭირდება. ისეთები, რომლებიც მზად არიან ყველაფრით გარისკონ, საფრთხის ქვეშ დააყენონ საკუთარი სიცოცხლე. არა ფული, არა ის, რომ ვიღაცა ფულს წაართმევს ან მსგავსი რამე, არამედ მას აქვს მკაფიო პოლიტიკური მიზნები.

როდესაც პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ვგულისხმობთ ფინანსურ ინტერესებს, ხოლო გასაგები პოლიტიკური მიზნები არ არის, მხოლოდ ლოზუნგები. მიხეილ სააკაშვილს კი ძალზე კონკრეტული და გასაგები პოლიტიკური მიზნები აქვს და მე მას გულახდილად ვუსურვებ ყველა გეგმის აღსრულებას. ის ჩემთვის ძალზე სიმპათიურია და ვნანობ, რომ უკრაინას ასეთი პრეზიდენტი არ ჰყავდა. უკრაინაში რომ ყოფილიყო ისეთი პრეზიდენტი, როგორიცაა სააკაშვილი, წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანს შეეხებოდა ის აქ და რამდენი ადამიანი შეიძულებდა მას და დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ის ყველაზე დიდი არამზადაა“, - ამბობს დოქტორი კომაროვსკი.

კომაროვსკიმ ახლო წარსულიც გაიხსენა, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა.

„4 წლის წინ ქუთაისში ვიყავი, იქ საღამოს ვსეირნობდით და მითხრეს, რომ აქ ასე მარტივად საღამოს ადრე ვერ ვსეირნობდით, აქ იყო ბანდიტიზმი, დანაშაული. დავინახე, რომ ადამიანები მას ძალზე თბილად მოიხსენიებდნენ. აი, მაგალითად, გაჩვენებენ რაღაცა ობიექტს და გეუბნებიან - აი, ეს მიშამ გახსნა, მიშას დროს ასე იყო, აი, ეს მიშამ ააშენა - ამას ძალზე ხშირად მეუბნებოდნენ და ამაყობდნენ ამით.

მაგრამ ხომ ხვდებით, ეს უმადური საქმეა, რამდენი კარგიც არ უნდა გააკეთო, ადამიანები ძირითადად უმადურები და ბოროტები არიან. ძალიან მიკვირს - როდესაც ნაძირალა, ქურდი და დიქტატორი ხარ, ადამიანები შენზე ლოცულობენ და როდესაც ასეთი ქვეყნიდან, თუ შეიძლება ითქვას, კანფეტს გააკეთებ, შენ მერე სძულხარ, გსვამენ ციხეში. არც ვიცი სააკაშვილი რატომ დაიჭირეს, ეს არც მაინტერესებს, ვიცი რომ ის პოლიტიკოსია, ნამდვილი ფიცხი პოლიტიკოსი, და ყოველთვის გასაგები იყო, თუ რა სურდა მას“, - ამბობს ევგენი კომაროვსკი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იხილეთ აგრეთვე:

„მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც დააპატიმრეს

673 260 ლ - კოსმეტიკური მომსახურება; 191 643 ლ - ესპანელი მზარეულის დაქირავება - ამირან სალუქვაძე ე.წ. პიჯაკების საქმეში შემავალ ხარჯებს აქვეყნებ

„ჩემი დღევანდელი სათქმელი პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავებას უკავშირდება“ - იუშენკო ვიდეომიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისში, მარნეულში, ლენტეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.

1635319108

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ჩამოვიდა. იგი ამ დროისთვის რუსთავის ციხეში იმყოფება.

1635318924

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. „ეარ ევროპასა“ და “იბერიის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა.

1635318840

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 434 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევა.

1635318156
ინფექცია, 2020

4337 ინფიცირება, 3137 გამოჯანმრთელება, 42 გარ...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 3137 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1635317580
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კახეთ...

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

დღეს დავით გარეჯის საქმეზე ბრალდების მხა...

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემ...

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.