მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალიბანი: ავღანეთში მალე ნორმალური ცხოვრება აღდგება და ის წინაზე უკეთესი იქნება

თალიბების დაპირება

ავღანეთის რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა", რომელმაც ქაბული დაიკავა, განაცხადა, რომ მალე ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება აღდგება და ის წინაზე უკეთესი იქნება. ამის შესახებ BBC იუწყება.

ჯერჯერობით კი ქაბული ქალაქ-მოჩვენებად გადაიქცა. ქაბულის ქუჩები ცარიელია.

ათობით მაღაზია დაიკეტა. ბიზნესის მეპატრონეები ამბობენ, რომ მომავლის იმედი არა აქვთ, ისიც არ იციან, თუ ვინ შეიძენს ახლა მათ საქონელს.

ქაბულის მოქალაქეები იუწყებიან, რომ სახელმწიფო დაწესებულებები დაცარიელდა, მოსახლეობას ქვეყანას ყველა შესაძლებლობით ტოვებს,

შეგახსენებთ, რომ ბლიც-კრიგის შედეგად თალიბანმა სულ რაღაც ერთ თვეში მთელი ავღანეთის ტერიტორია დაიკავა. 15 აგვისტოს კი მათ ქაბულიც აიღეს. ავღანეთის ხელისუფლება ქვეყნიდან გაიქცა.

👉 თალიბანის ამბები ვრცლად

👉 „პაკისტანი, ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი! აი მთავარი დაინტერესებული ქვეყნები“ - დემურ გიორხელიძე ავღანეთზე