მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა ყირიმში პუტინის ვიზიტის გამო პროტესტს გამოთქვამს

პუტინი ყირიმში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიული პროტესტი გამოხატა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

კიევი მოსკოვს საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ბელარუსის სამეკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს ონლაინ-სხდომაში.

ალექსანდრე ლუკაშენკო ყირიმში არ ჩასულა. ბელარუსი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არ აღიარებს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებს, რომლებიც ამ ფაქტს გმობს, მხარს არ უჭერს.

სევასტოპოლსა და ყირიმში ვიზიტი პუტინმა რუსეთის სახალხო ერთობის დღეს მიუძღვნა, რომელიც 4 ნოემბერს აღინიშნება.