მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ადამიანებს ციხით და ჯარიმით ვერ შეაშინებთ, უფრო მეტ პროტესტს მიიღებთ “ - ანა ნაცვლიშვილი მმართველ გუნდს

ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ამ კანონპროექტით პროტესტის უფლების ჩახშობას ცდილობს.

ნაცვლიშვილმა მმართველი გუნდიდან დეპუტატებს მიმართა და განუცხადა „შემთხვევით ხომ არ ფიქრობთ, რომ პროტესტი, რომ იმატებს საზოგადოებაში ეს იმის გამო ხდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩააფლავა ეკონომიკის, მართლმსაჯულების, სოციალური პოლიტიკის და ბევრი სხვა რეფორმა“.

„ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური თემა და არა მუხლებით და პუნქტებით სასაუბრო. განმარტებით ბარათში ამ კანონპროექტის ერთადერთ დასაბუთებად გიწერიათ, რომ თურმე ბოლო წლების განმავლობაში მოიმატა პროტესტმა, სამართალდარღვევების ფორმას იძენს ეს პროტესტი და ამიტომ უნდა გაიზარდოს ჯარიმები.

შემთხვევით ხომ არ ფიქრობთ, რომ პროტესტი, რომ იმატებს საზოგადოებაში ეს იმის გამო ხდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩააფლავა ეკონომიკის, მართლმსაჯულების, სოციალური პოლიტიკის და ბევრი სხვა რეფორმა, მართლა გჯერათ, რომ მუხლებით შეაჩერებთ საზოგადოებრივ პროტესტს, რომელიც ძალიან ლეგიტიმურ ნიადაგზე წარმოიშვება?

საზოგადოებისთვის ნათელი, რომ იყოს ეს არის 1984 წელს მიღებული კოდექსი, რომელშიც თქვენ ახლა ცდილობთ კიდევ ერთხელ შეიტანოთ ცვლილებები, რომელიც ახშობს პროტესტის უფლებას. ეს ძალიან ლამაზი წიგნი, რომელიც ჩვენ გვაჩუქეს შემოსვლის დღეს, საქართველოს კონსტიტუცია ვინ უნდა დაიცვას? ამ ორგანომ ხომ არ უნდა დაიცვას და ამ კონსტიტუციასთან სრულ წინააღმდეგობაში, რომ მოდის პროტესტის ჩახშობა ამაზე რას ფიქრობთ?

ვერ დააშინებთ იმ ადამიანებს, ვერ მომატებული ჯარიმით, ვერც ციხით და მიიღებთ უფრო მეტ პროტესტს. სამარცხვინოა, რომ ამას ცდილობთ ღამით „კომენდანტის საათის“ დროს ჩუმად, მაშინ როდესაც ადამიანებს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობასაც არ აძლევთ“, - მიმართა ნაცვლიშვილმა მმართველ გუნდს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

ამავე თემაზე:

🔴 „ადამიანი 48 საათით აღმოჩნდება ციხეში, ერთი ჩვეულებრივი საბჭოთა ნორმა შემოვიღეთ“ - იაგო ხვიჩია