აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აუტიზმის შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, პრეპარატ „ტაილენოლის“ მიღებას უკავშირდებოდეს.
ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას 20 წელია, ელოდება.
„ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი 100 პროცენტით გარკვეულია, თუმცა ვფიქრობ, დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ორსულებს მოუწოდა, შეამცირონ „ტაილენოლის“ მიღება, რადგან, შესაძლოა, მისი გამოყენება აუტიზმის რისკს ზრდიდეს.
„ტაილეონილის მიღება არ არის კარგი… ყველა ორსული ქალი უნდა დაელაპარაკოს ექიმს, რომ შეამცირონ ამ მედიკამენტის მიღება, ვიდრე ორსულად არიან. იდეალურ შემთხვევაში, ის საერთოდ არ უნდა მიიღოთ. აუტიზმის მკვეთრი ზრდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მოვლენაა. მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ასევე, აცხადებს, რომ 2000 წლის შემდეგ, აუტიზმის მაჩვენებელი 400 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი.
პრეპარატი „ტაილენოლი“, ასევე, ცნობილია, როგორც პარაცეტამოლი.