მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამნისტიის პუნქტი შეგვეშალა - რურუა მიშელის დოკუმენტზე

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა Pia.ge

„ის ერთი პუნქტი საკანში რომ მოვისმინე, მეც ვერ მივხვდი რა იყო და თუ ამნისტიას გულისხმობდა, მეც ჩემს თავზე ვიღებ, რომ ეს შეგვეშალა, სამწუხაროდ ასე მოხდა - განაცხადა გიორგი რურუამ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დანარჩენი 4 პუნქტი მისაღებია.

„პარლამენტში ვინც შევიდა, იმ დეპუტატებს ვუსურვებ წარმატებას. ვფიქრობ, რომ ეს არის წარმატება. ის ერთი პუნქტი რაც არის, სიმართლე მინდა ვთქვა, რომ ის ერთი პუნქტი საკანში რომ მოვისმინე, მეც ვერ მივხვდი რა იყო და ამნისტიას გულისხმობდა. მეც ჩემს თავზე ვიღებ, რომ ეს შეგვეშალა და სამწუხაროდ ასე მოხდა. მაგრამ დანარჩენი ოთხი მისაღებია და ვფიქრობ, რომ ის ოთხი პუნქტი უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც,“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი რურუამ.

ინფორმაციისთვის, „მთავარი“ არხის ერთ-ერთმა მეწილემ გიორგი რურუამ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება 27 აპრილს დატოვა.