მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ - დაიჭირეს, გირაოთი არ გამოვალ - გამოვიდა - ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა მელიაზე

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია Pia.ge

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე ევროკავშირის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდას ეხმაურება.

„არ გადავიხდი ვერ დამიჭერთ-დაიჭირეს. არ გადავიხდი გირაოს, გირაოთი არ გამოვალ-გამოვიდა. ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ. გირაოსთვის მადლობას უხდიან ევროენჯეოს. ჯერ არ გადამიწყვეტია მერის კანდიდატობა - ვარ მერობის კანდიდატი. მე გავხდები თბილისის მერი - გახდება კახა კალაძე!“ - აცხადებს ბოჟაძე.

ინფორმაციისთვის, 8 მაისს ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.

ამავე თემაზე:

„ნიკა მელიამ გირაოს ჩარიცხვაზე არაფერი იცოდა“ - კახა ოქრიაშვილი

„შემდეგი ნაბიჯი მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება“ - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ მელია შვილისთვის გირაოს გადახდაზე