მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპელი სოციალისტები“ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს

ევროპელი სოციალისტები პარლამენტში

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო ჯგუფი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატურა. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, ამას დრო აჩვენებს. ეს არის მმართველი პარტიის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო გუნდი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა. თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების თარიღთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი 22 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.