პოლიტიკა

გიორგი გახარია: დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება

პრემიერ-მინისტრი
1612423704
დაკოპირებულია

ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი იძლევა შესაძლებლობას, რომ შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დაგეგმილი იყო, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ.

„ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი გახდებოდა მსჯელობის საგანი, იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიური დინამიკა იქნებოდა შენარჩუნებული.

დღეს მოგეხსენებათ, რომ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება.

რაც უფრო თამამად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის, რომ აუცილებელი წესები დავიცვათ. არაგონივრული, არა ფრთხილი, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა-გაუქმება არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების.

ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ის მიღწევები, რომელიც გვავს, ინფექციის მართვის თვალსაზრისით, შევინარჩუნოთ იმისთვის, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო თამამად შევუწოთ ხელი ეკონომიკასა და ტურიზმს, რომ ამოქმედდეს უფრო ეფექტურად. ამიტომ, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დაგეგმილი გვქონდა, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 საქართველოში ბაზრობები 8 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ

👉 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

👉 ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება

დღეს ანდრია
პირველწოდებულის ხსენების
დღეა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

თურქეთში ე.წ. მწვანე პასპორტების გაცემა დაიწყეს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პირს თუ ორჯერადად აქვს ჩატარებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მას კოვიდპასპორტი ეკუთვნის. ინფორმაციას hurriyetdailynews-ი ავრცელებს.

1620806613

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 434-მა ადამიანმა გაიკეთა.

1620805646

მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა 39 ადამიანი დააკავეს. პოლიცია მათ აფეთქებებთან და ხანძრის გაჩენასთან აკავშირებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620804503

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 422 ფაქტი გამოვლინდა.

1620803376
თბილისის ანძა

744 თბილისი, 149 იმერეთი - კოვიდინფიცირების გ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 275 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 256 პირი.

1620803128
ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ ანდრია პირვ...

გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით...

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოში დღეიდან ტემპერატურა 35 გრად...

12-14 მაისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.