„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება მისი პარტიის პოზიცია.
ინაშვილის თქმით, წარმოუდგენელი იყო ის შედეგი, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „პატრიოტთა ალიანსს“ დაუწერა.
ამასთან, ინაშვილი ამბობს, რომ 8 მარტის ტიპის შეთანხმება და მემორანდუმი უნდა შედგეს იმისთვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდება.
„მინდა თვალი გადავავლოთ ჩვენს ყველა არჩევნებს რაც ჩატარებულა ჩვენს ქვეყანაში ბოლო 30 წლის მანძილზე. აღმოვაჩენთ და დავინახავთ, რომ ყველაზე სამართლიანი არჩევნები რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს კომუნისტებმა ჩაატარეს, როცა ავირჩიეთ ზვიად გამსახურდია.
მას შემდეგ ყველა სხვა დანარჩენ არჩევნებს მეტ-ნაკლებად ახლდა სიყალბის ფაქტორი. ხალხმაც ეტაპობრივად დაიწყო იმასთან შეგუება, რომ „ყალბდება რაღაცა ნაწილი და რა ვქნათ“, მაგრამ შეგუებასაც აქვს საზღვარი. ის, რაც მოხდა 2020 წლის 31 ოქტომბერს ეს იყო ყველა ზღვარს გადაბიჯება. გაყალბების მასშტაბი ყველა ზღვარს გასცდა. ასეთი დონის სიყალბე ახასიათებს თურქმენეთს, ტაჯიკეთს. ეს გვინდოდა?! წარმოუდგენელი იყო ის პროცენტი, რაც დაგვიწერეს. იმ ირმა ინაშვილს რა ვუთხარი არჩევნებს რომ აღიარებს და პარლამენტში შევა“, - აღნიშნა ინაშვილმა სატელევიზიო ეთერში.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების II ტური 21 ნოემბერს გაიმართა. ოპოზიციურმა სპექტრმა არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. ცესკოში ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების აქტივობამ 26.29% შეადგინა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 წულუკიანი ოპოზიციას: თუ აპირებ პოლიტიკაში დიდ ხანს ყოფნას, დამარცხებაც უნდა ისწავლო
👉 ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა სადეპუტატო მანდატი მოიპოვა
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ როდის მოხდება იმ ადამიანების ვაქცინაცია, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.
ტრაილერის ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას
პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე სინანულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მუდმივი მობრუნება ღმერთისკენ.
„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადამიანების არასაკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნას.
მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ბავშვები ოჯახებს დაუბრუნეს. ინფორმაციას გამოცემა ria ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ბათუმში, 23 იანვარს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.