მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილმა მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ პოლიტიკურ გუნდს დააკისრა“ - ხატია დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილს აფასებს და აცხადებს, რომ მან მძიმე პასუხისმგებლობა დააკისრა საკუთარ პოლიტიკურ გუნდს.

„მან მთელი პასუხისმგებლობა, ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია, დააკისრა საკუთარ პოლიტიკურ გუნდს. ზუსტად იცის, რომ გაზაფხულზე ეკონომიკურად, ჯანდაცვის კუთხით, უმძიმესი მდგომარეობა იქნება.

ამიტომ ჩამოიცილა ეს პასუხისმგებლობა და კიდევ უფრო მმართველობით ჩრდილში გადავიდა, რაც კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის“, - აცხადებს დეკანოიძე.

ინფორმაციისთვის, მმართველმა გუნდმა დღეს ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. ივანიშვილი ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

✔️ ბიძინა ივანიშვილი: 2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის ორი ამოცანა - სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა წარმატებით დაგვირგვინდა