მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარლ ჰარცელი: შეთანხმების ხელმოწერით ეს პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი

ევროკავშირის ელჩი 2020

„ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღეა, ეს ჩემთვის ემოციებით სავსე დღეა, რადგან ოთხი თვის განმავლობაში ფასილიტაციის პროცესში ვიყავით ჩართული და შემდეგ მედიაციის პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა შარლ მიშელის ხელმძღვანელობით და მისი პერსონალური წარმომადგენლის, დანიელსონის ჩართულობით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიები და „ქართული ოცნება“ შეთანხმებას ხელს აწერენ.

ელჩის თქმით, დღევანდელი შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერით ეს პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი ჩვენი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, რომელიც ჩართული ვიყავი ამ საკითხში, მინდა, ეს ხაზგასმით აღვნიშნო.

დღეს აქ ვინც ვართ შეკრებილნი, უმრავლესობა მარტო ის ხალხი კი არ არის, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს აწერს, არამედ საქართველოს მოქალაქეები. მადლობა ყველას იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გვქონდა“, – განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მოლაპარაკების მიღწევის მიზნით, ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.