მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხანდახან ცხოვრებას სხვა მხრიდან უნდა შეხედო“ - სალომე სამადაშვილი (ფოტო)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი პარტიის დატოვების გადაწყვეტილებაზე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას არ ნანობს.

„იმდენი გზავნილი და კომენტარი დამხვდა...ყველას ვერ ვუპასუხებ. მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება. ვინც არა, მომავალში მიხვდება, დარწმუნებული ვარ. გრძელი გზა მაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში გავლილი (დიპლომატებზე ამბობენ, კარგად ჩაცმული პოლიტიკოსები არიანო.)

არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია. მარტივია - გააკეთე ის, რაც სწორედ მიგაჩნია და იყავი ის, ვინც ხარ-ყველა სხვა ადგილი დაკავებულია. ეს ფოტო გზავნილი მომეწონა - მართალია, ხანდახან ცხოვრებას სხვა მხრიდან უნდა შეხედო. მივა ეს ქვეყანა ევროპამდე, გრძელი გზით კი მიდის, მაგრამ მაინც.

და ძალიან მალე, ნიკა მელია და გიორგი რურუაც ოჯახებს დაუბრუნდებიან. კარგი დღე იყო გუშინ, დღეს უკეთესი იქნება...“, - წერს სალომე სამადაშვილი.

ინფორმაციისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სასაცილოა ენმ-ს პოზიცია“ - სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

👉 „პოლიტიკური კრიზისის დასრულება შორს არის სანამ ეს რეჟიმია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“ - ხატია დეკანოიძე

👉 „ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი, არის საწყისი წერტილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის“- შარლ მიშელი