„ჰელსინკი ომისთვის ემზადება და, სავარაუდოდ, რუსეთზე თავდასხმისთვის პლაცდარმს ამზადებს“. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. ინფორმაციას vedomosti.ru ავრცელებს.
მისი თქმით, ნატოში გაწევრიანების შემდეგ ფინეთი თავდაცვითი ღონისძიებების საბაბით რუსეთთან ომისთვის კონფრონტაციულ კურსს ატარებს.
1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, ფინეთის ქალაქ მიკელიში ჩრდილოეთ ევროპაში ნატოს სახმელეთო ძალების შტაბმა დაიწყო მუშაობა. რამდენიმე დღის წინ კი დიმიტრი მედვედევმა, რომელიც ფინეთის საზღვარზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ რუსეთი ფინეთთან საზღვრის გამაგრების სამუშაოებს დაიწყებს.