მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაგასთან პირადად მე შეხება არ მექნება“ - ზურაბ ჯაფარიძე ამნისტიის კანონპროექტზე

პარტია გირჩის ლიდერი 2020

ოპოზიციის პარლამენტში შესვლამდე ერთი დღით ადრე ,ბოლო კონსულტაციები გაიმართება დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციის ლიდერებსა და „ქართული ოცნებას“ შორის. ამნისტიის კანონპროექტზე ჩასაწერ დეტალებზე შეხვედრა სავარაუდოდ ისევ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შედგება.

რაც შეეხება, ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც 5 პუნქტიან დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ისევ აცხადებს, რომ დაშავებულებისა და პოლიციელების გათანაბრება დაუშვებელია.

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, მოლაპარაკების მაგიდასთან მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა.

„გუშინ გვქონდა შეხვედრა, რაც ვნახე განწყობა, არავინ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ აპირებს, რომ ჯალათები და მათ შორის ბრძანების გამცემები ან პოლიტიკური თანამდებობის პირები ამით განთავისუფლდენ. ეგ არის გამორიცხული და არ ყოფილა შეთანხმებული მოლაპარაკების მაგიდასთან.

თუ „ქართულ ოცნებას“ თვითონ უნდა, რომ საკუთარი დანაშაული ჩამოირეცხოს და ამისთვის აკეთებს ამას, მაგისთვის უმრავლესობა ჰყავთ პარლამენტში და ისედაც გააკეთებენ. მაგასთან პირადად მე შეხება არ მექნება და არც სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ზურაბ ჯაფარიძე: არავინ აპირებს, რომ ეს ამნისტია ჯალათებს შეეხოს