საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6930 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1575 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1492 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0652 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 9 სექტემბერს შევა ძალაში.