მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მელია დათანხმდება გირაოს, მერე ამნისტიას, „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს არჩევნების შედეგებს და შევლენ პარლამენტში - ვლადიმერ ბოჟაძე

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია Pia.ge

„მელია დათანხმდება გირაოს, მერე ამნისტიას, „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს არჩევნების შედეგებს და შევლენ პარლამენტში,“ - ამის შესახებ ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ნიკა მელია დათანხმდება ევროკავშირში რეგისტრირებული ენჯეოს გირაოს, მერე დათანხმდება ამნისტიას, მერე „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს არჩევნების შედეგებს, შევლენ პარლამენტში და 2024 წლამდე იქნებიან ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია. ასეთი გმირობა, ასეთი პრინციპულობა და თანმიმდევრულობა ქართულ პოლიტიკაში არ ახსოვს არავის,“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ამნისტიის შესახებ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კანონპროექტებს წარადგენენ. მმართველმა გუნდმა კანონპროექტის თავისი ვერსია უკვე დაარეგისტრირა, ოპოზიცია კი ამას დღეს გააკეთებს.