მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია მიღწეული“ - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარის შეფასებით, სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა პარტიამ არ მიიღო.

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ნიკა მელიას განთავისუფლებას სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება.

„მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია მიღწეული. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, რომელიც მხარეებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს და ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო სამართლიან და გამჭვირვალე პარლამენტს. ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს მოვუწოდებთ, შეთანხმებას შეუერთდეს“, - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა, რის შემდეგადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.