მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„მელიას თავისუფლება კარგი ამბავია ადამიანურად, პოლიტიკურად, ყველანაირად“ - ბოკერია

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხს გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლებისთვის მელიას საპატიმროში ყოფნა ძალიან მძიმე პრობლემა იყო.

„თავი რომ დავანებოთ იმ ტექნიკურ დეტალს, რომელიც ცნობისმოყვარეობას იწვევს, თუ სად გადაირიცხა ფული, რადგან პროკურატურამ უნდა გადადგას ნაბიჯი და შეუცვალოს პატიმრობა გირაოთი, იმისთვის, რომ გირაო იქნეს გადახდილი.

თუმცა, გვერდით რომ გადავდოთ ეს საინტერესო სამართლებრივი დეტალი, არსებითად, ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფალი, ის არის პოლიტპატიმარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება თავისუფალი ამა თუ იმ ფორმით, დარწმუნებული ვიყავი ამაში, ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა მისი განთავისუფლება, ეს იყო ძალიან მძიმე პრობლემა ხელისუფლებისათვის ქვეყნის შიგნით და გარეთ.

სამწუხაროდ, ამ შეთანხმების მიღწევამ, როგორც მოხდა იმ პარტიებთან, რომლებიც მას შეუერთდნენ ოპოზიციიდან, ამან ბრძოლის პროცესი საერთო ჯამში ივანიშვილის რეჟიმთან წინ ვერ წასწია და ჩემი აზრით დააზიანა.

ნიკა მელიას და გიორგი რურუას თავისუფლება არის კარგი ამბავი ადამიანურად, პოლიტიკურად, ყველანაირად, ერთადერთი რაც ამ პროცესს აქვს სერიოზული ხინჯი არის ის, რომ მეტ-ნაკლები წარმატებით გამოუვიდა ივანიშვილს და მის რეჟიმს პოლიტიკური პატიმრებით ვაჭრობა“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.

ინფორმაციისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელია 23 თებერვალს საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ის სასჯელს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

ამავე თემაზე:

🔴 „მშობელი ვარ და ყოველთვის მინდოდა, ჩემი შვილი თავაწეული გამოსულიყო“ - ანზორ მელია

🔴 „ქართულ პოლიტიკაში დინამიკა დაბრუნდება, ნიკა მელია წელგამართულია“ - გია ხუხაშვილი

🔴 „ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტპატიმრის გასათავისუფლებლად, ჩემთვის უცნობია“ - სამადაშვილი მელიასთვის გირაოს გადახდაზე