მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„ნაცებო, ახლა არ მოგწონთ ამერიკის მოქალაქე პოზნერი, ხომ?“ - ზურაბ ქადაგიძე

ქადაგიძე

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე თბილისში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლას ეხმაურება.

ქადაგიძის თქმით, ვლადიმერ პოზნერი 2008 წლამდე საქართველოში ორჯერ არის ნამყოფი:

„ნაცებო, ახლა არ მოგწონთ ამერიკის მოქალაქე პოზნერი, ხომ? 2006 წლიდან 2008 წლამდე, საქართველოში ორჯერ რომ არის ნამყოფი, მაშინ არ აპროტესტებდით მის შემოსვლას? ოხ, თქვენი ორმაგი სტანდარტი რა ვთქვი მე...“, - აღნიშნავს ქადაგიძე და პოზნერის პასპორტის ფოტოს აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოფრინდა. როგორც მან განაცხადა, თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და ეს ვიზიტი პოლიტიკას არ უკავშირდება.