მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, „ქართული ოცნების” მიერ დასრულებული 9 წლიანი რეჟიმი საზოგადოებას 2020 წელს დაავიწყონ“ - ოხანაშვილი

2007 წლის 7 ნოემბერი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენებს იხსენებს და სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ რეჟიმი, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა, ვეღარასდროს დაბრუნდება.

„ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, „ქართული ოცნების” მიერ 2012 წელს დასრულებული 9 წლიანი რეჟიმი საზოგადოებას 2020 წელს დაავიწყონ! ეს ხალხი არ იცვლის ზნეს. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენს საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს! ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გითხრათ ჩვენმა მილიონამდე მხარდამჭერმა, რომ გვახსოვს ყველაფერი და თქვენ ვეღარასოდეს დაბრუნდებით ხელისუფლებაში! დიდი მადლობა ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს!“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

vano-merabishvili_o_h.jpeg7-noemberi_o_h.jpeg7-noemberi_o_h.jpeg7-noemberi_o_h.jpeg

🔴 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები იმ დროს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვნდენ.

🔴 აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

🔴 ნიღბიანმა პირებმა ტელეკომპანიების „იმედისა“ და „კავკასიას“ სტუდიები დაარბიეს, რის გამოც ამ ტელეკომპანიების მაუწყებლობა გამოირთო.

🔴 კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში საგანგებო ვითარება, ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.